წინამდებარე საგარანტიო ტალონი გაცემულია ,,მომხმარებლის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით, რომელშიც დეკლარირებულია თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები.

,,ულტრა პლიუსი’’ ადასტურებს, რომ თქვენს მიერ შეძენილი ნივთი ტექნიკურად გამართულია.

მაღაზიაში ნივთის შეძენისას გთხოვთ შეამოწმოთ შერჩეული ნივთის ვიზუალური მდგომარეობა ,,ულტრა პლიუსის’’ წარმომადგენლის თანდასწრებით. ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ნივთი შეიცვლება შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული იმავე ნივთით და თუ იმავე ნივთით შეცვლა შეუძლებელია მისი მარაგის ამოწურვის გამო,  კომპანია შემოგთავაზებთ იმავე ან მსგავსი ფუნქციის, ხარისხის და ფასის მქონე  ნივთს.

თქვენ უნდა დაიცვათ ნივთის მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ  ნივთის  გადმოცემასთან ერთად თქვენზე გადმოდის მისი შემთხვევით დაღუპვის (განადგურების),  გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, მას თქვენი დავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები თქვენზე გადმოვა  ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან.

წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის ნივთის გაყიდვის მომენტიდან და მოქმედებს 2 (ორი) წლის განმავლობაში. საგარანტიო ტალონი მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე

ქარხნული დეფექტის მქონე ნივთის ფასის შემცირება ან დაბრუნება

თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ნივთის ფასის შემცირება ან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:

  • შეძენილი ნივთის ბუნებიდან გამომდინარე მისი შეკეთება და შეცვლა შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
  • თუ ვერ იქნა უზრუნველყოფილი ნივთის შეკეთება ან შეცვლა თქვენს მიერ შესაბამის სერვისცენტრში მიტანიდან 45 (ორმოცდახუთი) სამუშაო დღის ვადაში;

საგარანტიო ვალდებულება არ შესრულდება ერთერთ შემდეგ შემთხვევაში:  

  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია;
  • საგარანტიო ტალონზე კომპანიის სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) ბეჭდის უქონლობისას;
  • თუ საგარანტიო ტალონზე სერიული ნომერი გადასწორებულია;
  • საგარანტიო ტალონში ან საქონლის კორპუსზე არ იკითხება ამ ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი;
  • თუ საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია;
  • ნივთის ყუთი დაკარგულია ან დაზიანებულია;
  • დაზიანებული ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • თუ საგარანტიო ვადა ამოწურულია;

საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება:

  • ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან მექანიკური დაზიანება;
  • არასწორი ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დარღვევის გამო დაზიანება;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება, მაღალი ძაბვა), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, შეუსაბამოდ მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით.
  • ნივთი დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების შედეგად;
  • დაზიანება გამოწეულია არაკომპეტენტური პირის მიერ (სერვისცენტრის ოსტატის გარეშე) განხორცილებული სარემონტო ან/და სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციური შესრულებით;
  • დეფექტები გამოწვეული ნივთის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილებების შეტანის შედეგად;
  • ნივთი დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას;
  • ნივთი დაზიანდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით (არასაყოფაცხოვრებო) გამოყენების გამო;
  • ნივთი (კომპიუტერის/ლეპტოპის შემთხვევაში) დაზიანდა კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილის მიერ;

გარანტია არ ვრცელდება ელექტროაქსესუარებზე (მათ შორის):

  • შტეფსელის გადამყვანი;
  • დისტანციური პულტები (ყველა სახის ნაკეთობაზე);
  • ანტენები, კაბელები, (ტელევიზორები, მუსუკალური ცენტრები);
  • ფილტრები, შლანგები, ნაჭრის ტომრები (კონდიციონერი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი).
  • პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ელექტროსქონლის ელემენტი;
  • მეხსიერების ბარათი;
  • გადამყვანი;
  • სამუხტი მოწყობილობა;
  • ტელეფონის ეკრანის დამცავი;
  • ტელეფონის ქეისი;

აუცილებელი რეკომენდაცია:

  • რეკომენდირებული არ არის ნივთის წყალში/სითხეში მოთავსება. ნივთის მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა თავიდან აგაცილებთ მასში წყლის/სითხის მოხვედრას. წყლის/სითხის ნივთში მოხვედრის შემთხვევაში კომპანიას საგარანტიო ვალდებულებები არ გააჩნია.